დაჯავშნა
  • 1 იან

    გადახდის ყველაზე კომფორტული პირობები ლოპოტა სპა რე

    და აი ჩვენი საახალწლო საჩუქარი ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს! პირველად საქართველოში, 0%-ი... სრულად

  • 31 დეკ

    ახალი წელი ლოპოტაზე

    გაატარეთ ახალი წლის დაუვიწყარი დღეები ლოპოტა სპა რეზორტის სადღესასწაულო გარემოში! - 31 დეკემბერი ... სრულად

  • 1 სექ

    ლოპოტას თასი 2015

    ლოპოტას თასი 2015   "ლოპოტა სპა რეზორტის” ორგანიზებით 26 სექტემბ... სრულად

  • 17 მაი

    თევზაობა ლოპოტაზე

    17 მაისს, სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტზე” გაიმართა სამოყვარულო შეჯიბრი თევზაობასა და კულინარიაში. ... სრულად

  • 29 ივლ

    საუკეთესო შეთავაზება მშობლებს!

    დაჯავშნეთ საოჯახო ნომერი კვირის ნებისმიერ დღეს მხოლოდ 220$ - ად! ნომრის ღირებულ... სრულად

  • 30 ნოე

ლოპოტას შესახებ

თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 115 კილომეტრში, კახეთის ისტორტორიულ რეგიონში, მდებარეობს"ლოპოტასპარეზორტი"-კავკასიის მთებით გარშემორტყმული „ლოპოტას" ხეობის პატარა სამოთხე, რომლის რეკრეაციული ზონა მილიონობით კვადრატულ მეტრს მოიცავს.

აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.

დატკბით თვალწარმტაცი ბუნებით, ულამაზესი „ლოპოტას" ტბით, ელეგანტური, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სასტუმროთი და უნიკალური დამამშვიდებელი გარემოთი.

გამოეთიშეთ ყოველდღიურ ქაოთურ ცხოვრებას და შეუერთდით ტბისპირა ჰარმონიასა და სიმშვიდეს.

რეკრეაციული ზონა მოიცავს კერძო ტბას შემდეგი ინფრასტრუქტურით:

  • სასტუმრო
  • სპა
  • რუსული აბანო(საუნა)
  • 3 რესტორანი
  • 2 ბარი
  • 3 საკონფერენციო დარბაზი
  • 4 საცურაო აუზი
  • ჯაკუზი
  • მინი გოლფი
  • ორი ჩოგბურთის კორტი
  • კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები
  • ღვინის მარანი
  • თავლა

 

ნომრები

ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა დეტალს იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი თქვენი მოთხოვნა და შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებთ და მოგცემთ საშუალებას განიტვირთოთ და ისიამოვნოთ.

"ლოპოტა სპა რეზორტი" აერთიანებს 110 ოთახს, თითოეულის ფართობი საშუალოდ 30 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ისიამოვნეთ თვალწარმტაცი ხედით ლოპოტას ტბასა და ხეობაზე ჩვენი სანაპირო ზოლზე ლამაზად ჩამწკრივებული ნომრების პირადი აივნებიდან.

ჩვენ გთავაზობთ სტანდარტული, ჯუნიორ სიუტის და ლუქსის კლასის ნომრებს.

ოთახში თქვენს განკარგულებაშია:

  • პირადი აივანი
  • მისაღები
  • მინი ბარი
  • უფასო Wi-Fi
  • ფენი, ხალათი, ჩუსტები
  • ჰიგიენური საშუალებები
  • თხელეკრანიანი ტელევიზორი
  • ტელეფონი
  • კონდიციონერი
  • სამუშაო მაგიდა
  • უფასო ყავა და ჩაი

სპა

მომაჯადოებელ გარემოში მდებარე ლოპოტას ტყის სპა უნიკალური საშუალებაა განტვირთვისა და სამკურალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის.

იდეალური მდებარეობა, სპეციალურად მოწვეულ პროფესიონალთა გუნდი და პრემიუმ კლასის პროდუქცია არის გარანტი იმისა რომ მიიღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას, გათავისუფლდებით დაღლილობისა და დაძაბულობისაგან და გაგიუმჯობესდებათ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა შემდეგი სახის პროცედურებისაგან:

 

  •  სარელაქსაციო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟები
  •  ორგანიზმის გამოცოცხლებისა და ენერგიის აღდგენის პროცედურები
  •  გამაახალგაზრდავებელი თერაპია
  •  სახის მოვლის პროცედურები
  •  გასახდომი, ანტი-ცელულიტური და დეტოქსიკაციური პროცედურები
  •  სისხლისა და ლიმფის ცირკულაციის გაუმჯობესება Thalasso თერაპიული აბაზანებით
  •  ანტი-სტრეს რიტუალები

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მიღებული ოცწლიანი გამოცდილების მქონე შიაცუ მასტერი და მისი გუნდი სპეციალურად თქვენთვის შეარჩევს სრულიად უნიკალურ პროცედურებსა და ინდივიდუალურ პაკეტებს რაც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ექსკლუზიური კოსმეტიკური პროდუქცია, რომელიც ორი უმთავრესი სასიცოცხლო სტიქიის, მიწისა და წყლის ელემენტების შერწყმას წარმოადგენს, შედგება უნიკალური სუბსტანციებისაგან, რომლებიც

თქვენს ორგანიზმს სრულყოფილების შეგრძნებას შესძენს.

იქ, სადაც კახეთის ნაყოფიერი მიწა ლოპოტას ჯადოსნურ ტბას ერწყმის, ერთგვარად გამოხატავს ჩვენი მკურნალობის მეთოდიკის მთავარ კონცეფციას, რაც თქვენი სხეულისა და სულის ჰარმონიის გარანტია.

განიცადეთ დაუვიწყარი სპა პროცედურები დამიეცით საკუთარ თავს თავდავიწყების საშუალება, აღიდგინეთ ენერგეტიკული ბალანსი და სულიერი წონასწორობა!

რესტორნები & ბარები

კურორტის ტერიტორიაზე 3 რესტორანი და 2 ბარია. სასადილო, რომელიც 300 პერსონაზეა გათვლილი გთავაზობთ ქართულ სამზარეულოს და საუკეთესო ღვინოს ჩვენი მარნებიდან. სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ტრადიციული და ეგზოტიკური ქართული კერძები.

ყველა პროდუქტი "ლოპოტა სპა რეზორტზე" ადგილობრივია, ამიტომაც, ყოველთვის ახალი, ორგანული და ნატურალურია.

რაც შეეხება ბარს, ჩვენი ცნობილი მიქსოლოგები ყოველთვის მზად არიან გაგაოცონ ეგზოტიუკური სასმელებითა და უნიკალური კოქტეილებით.

ბარი

რესტორანი

სასადილო

დეტოქსი

დეტოქს პროგრამა

"ლოპოტა სპა რეზორტი” დამსვენებლებს გახდომისა და სხეულის გაჯანსაღებისახალ პაკეტს სთავაზობს და სტუმრებს უნიკალურ საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე გამოსცადონ დეტოქს პროგრამა, რომელიც ორგანული კვების კონცეფციაზე არის დაფუძნებული.

თუ გსურთ დაისვენოთ, გამხნევდეთ და ამ ყველაფერთან ერთად წონაში დაკლებასა და ჯანმრთელობაზეც იზრუნოთ, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვის არის შექმნილი!

დეტოქს კურსი სამი კომპონენტისგან შედგება:

1. პერსონალური დეტოქს კვება მცენარეული ნაყენებითა და ლოპოტაზე მოყვანილი ბიო პროდუქტებით.

2. სპა პროცედურები: ანტიცელულიტური და ლიმფოდრენაჟული მასაჟებით, გადახვევებითა და ენერგიაზე მომყვანი თერაპიით.

რუსული აბანოს პროცედურებით

3. ფიზიკური აქტივობები თქვენი სურვილიდან გამომდინარე: იოგას კლასები, ცურვა, ჩოგბურთი, ცხენზე ჯირითი ან უბრალოდ გასეირნება ტბის გარშემო.

სპეციალური კვების დროს თქვენ არ განიცდით შიმშილის გრძნობას. აგრეთვე თქვენ იღებთ ყველა ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინს და მიკროელემენტს, მინერალურ მარილებს და ამინომჟავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წონაში დაკლების გარდა დაიბრუნებთ კანის სილამაზესაც.

რა არის დეტოქსი?

საკვებიდან ან საცხოვრებელი გარემოდან ორგანიზმში უამრავი მავნე ნივთიერება ილექება, რაც საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე - იწვევს დაღლილობის, გაღიზიანების შეგრძნებას, ამცირებს ენერგიულობას, არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. როცა ორგანიზმის გაწმენდაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პირველ რიგში გულისხმობს მისი დამცავი ფარის - ღვიძლის გაწმენდას და გამართულ ფუნქციონირებას.

ტოქსინებისგან გათავისუფლება და ორგანიზმის გაწმენდა სწორედ ღვიძლის მეშვეობით ხდება. მის შიგნით მიმდინარეობს ყველანაირი საკვებიდან უსარგებლო ნარჩენების გამოყოფის პროცესი, ის იცავს ორგანიზმს ალკოჰოლის, წამლების, უსარგებლო ნივთიერებების მავნე გავლენისგან.

სწორედ ამიტომაა დეტოკსიკაცია საჭირო, რაც ორგანიზმის გაწმენდას, ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლებას და გაჯანსაღებულ სხეულს გულისხმობს. ორგანიზმს რომელიც გაწმენდილი იქნება ყველანაირი შლაკის, ტოქსინისა და მავნე ნივთიერებებისაგან.

 

შედეგები

 

  • ·ჯანმრთელობის გაუმჯობესება და განწყობის ამაღლება
  • ·სამუშაო პროდუქტიულობისა და ორგანიზმის სტრესისადმი წინააღმდეგობის გაზრდა
  • ·სხეულისა და კანის გაახალგაზრდავება
  • ·წონის რეგულაცია
  • ·იმუნური სისტემის გაძლიერება
  • ·მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
  • ·ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასისა და თირკმელების გასუფთავება
  • ·ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრება

 

სერვისები
სასტუმროს სერვისები ტურები

ილუსტრირებული რუკა